Website builderuCoz როგორ დავამარცხოთ ოპონენტი (იმედია გამოგადგებათ) - 28 August 2012 - შენი საიტი !
Monday, 2024-04-29, 3:39 PM
ძებნა
top
მთავარი » 2012 » August » 28 » როგორ დავამარცხოთ ოპონენტი (იმედია გამოგადგებათ)
0:58 AM
როგორ დავამარცხოთ ოპონენტი (იმედია გამოგადგებათ)
კონტრშეკითხვები - როდესაც ოპონენტი თემას უხვევს და თავს არიდებს რაიმე საკითხზე საუბარს, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

მოულოდნელობის ეფექტი - შეეცადეთ სწრაფად ელაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში, თანამოსაუბრეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს კი არ უქმნით, მის ტვინს ხელს უშლით მიღებული ინფორმაციის სწრაფად აღქმაში

ეჭვი - ძალიან მარტივი ხრიკია, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებთ. ხშირად დაუსვით კითხვები, როგორიცაა : "გგონია გატყუებ?" ის იძულებული იქნება თქვენზე აღარ იეჭვოს და მისი აზრების წაკითხვასაც გაცილებით ადვილად შეძლებთ.

გამეორება - ამ ხრიკის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე აზრი, სხვადასხვა სიტყვებით, რამოდენიმეჯერ გაუმეოროთ. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგისათვის აზრი ნაცნობი ხდება და მის უარყოფას ნაკლებად შეეცდება.

ირონია - ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენო, როდესაც კამათი თქვენთვის არახელსაყრელ ფორმას იღებს. ამ შემთხვევაში პრობლემას თავს ადვილად აარიდებთ, 
როდესაც ოპონენტს ეუბნებით: "თქვენი მტკიცებულებები ჩემს ცნობიერებას აღემატება!" ან "ეს უბრალოდ აბსურდია!" მას დაუყმაყოფილებლობის გრძნობის განცდას უტოვებთ, რჩება იმედგაცრუებული და ის პოზიციას შეარბილებს კამათის გაგრძელების მიზნით.

წყენა - ეს მეთოდიც მაშინაა ეფექტური, როდესაც კამათის შეწყვეტა გსურთ. მიანიშნე, რომ მისმა სიტყვებმა გული გატკინა. მოწინააღმდეგე ვეღარ შეძლებს კამათის გაგრძელებას, ვინაიდან, იმედგაცრუებულის პოზიციაში ახლა თქვენ ხართ.

და ბოლოს სოკრატეს მეთოდი  - ყველაზე ეფექტური მეთოდი როგორ წარვმართოთ კამათი თქვენს სასარგებლოდ. ოპონენტი თავიდანვე აიძულეთ თქვენს განცხადებებს დაეთანხმოს. ასეთ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ დასკვნა, რომელშიც გეთანხმებათ, მისი გამოტანილია. მთავარია, რომ თქვენ ყველა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცეს. "თქვენ ხომ თავად მითხარით ეს?" "ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ სამართლიანი ადამიანი ხართ და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ, ასეა? " ეს თანამოსაუბრეს დადებით ემოციებს მატებს თქვენდამი და რწმუნდება რომ მისადმი კეთილგანწყობილი ხართ. 

სულ ეს იყო. წარმატებები.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 969 | დაამატა: guba | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]